სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Rugby.ru
დავით მესხმა რუსეთის ჩემპიონ "ენისეისთან" ხელშეკრულება გაახანგრძლივა, რომლის თანახმადაც კრასნოიარსკული კლუბის ღირსებას 2022 წლის ბოლომდე დაიცავს.
23 წლის გარემარბმა განვლილი რუსეთის ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და "ენისეის" გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა. მესხმა ორ ნახევარფინალურ მატჩში "კრასნი იარს" სამი ლელო გაუტანა, ხოლო ფინალში პენზას "ლოკომოტივს" ერთი ლელო დაუდო და უდავოდ, წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე გახლდათ.
მესხი "ენისეის" 2019 წელს თბილისის "არმიიდან" შეუერთდა. მან 2019/2020 წლებში ჩელენჯ თასზეც ითამაშა და 6 მატჩში 2 ლელო გაიტანა, ხოლო 2016 და 2017 წლებში უმცროსი ბორჯღალოსნების რიგებში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ქართველი მორაგბის გარდა, რუსეთის 11-გზის ჩემპიონთან კონტრაქტი ასევე 2022 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა 23 წლის სამხრეთაფრიკელმა ფულბექმა ერლ დოუვრიმ, რომელიც "ენისეის" აგრეთვე 2019 წელს შეუერთდა. ის "ბლუ ბულზის" სარაგბო სკოლის აღზრდილია და სუპერსპორტ რაგბი ჩელენჯზე გამართულ 12 მატჩში 89 ქულის გატანა მოახერხა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.