ჯგუფში ქართულ ფრენჩაიზთან ერთად - ახალ ევროპულ ტურნირზე გერმანელებიც ითამაშებენ

ჯგუფში ქართულ ფრენჩაიზთან ერთად - ახალ ევროპულ ტურნირზე გერმანელებიც ითამაშებენ

პორტუგალიური გამოცემა ojogo.pt იუწყება, რომ "რაგბი ევროპის" მიერ ორგანიზებულ ტურნირზე, რომელიც სტარტს 2021 წლის შემოდგომაზე აიღებს, მერვე მონაწილე გერმანული გუნდი ან ფრენჩაიზი იქნება.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "რაგბი ევროპა ლიგის" სადებიუტო სეზონში მერვე მონაწილე ებრაული ფრენჩაიზი იქნებოდა, თუმცა როგორც ჩანს, პირველ სეზონში ეს არ მოხდება და მათი ჩართვა სამომავლოდ იქნება მოსალოდნელი. 

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, გუნდები ორ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. ერთ ჯგუფში ნიდერლანდური, ბელგიური, პორტუგალიური და ესპანური, ხოლო მეორე ჯგუფში ქართული, რუსული, რუმინული და გერმანული გუნდები/ფრენჩაიზები იქნებიან გადანაწილებულნი. მხარებს შეეძლებათ, რომ ტურნირზე გამოიყვანონ, როგორც ფრენჩაიზი, ასევე კონკურენტუნარიანი გუნდი. არჩევანის გაკეთება ქვეყნის კავშირებს შეუძლიათ და ამ მხრივ შეზღუდულნი არ არიან.

Ojogo-ს ცნობით, პორტუგალია ტურნირზე ფრენჩაიზით იქნება წარდგენილი - "ლუზიტანოს XV". პორტუგალიელები აპირებენ, რომ ფრენჩაიზი დააკომპლექტონ მხოლოდ იმ მოთამაშეებით, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა პორტუგალიური კლუბების ღირსებას იცავენ. ამის შესახებ, პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კარლოს ამადო და სილვამ განაცხადა.

ასევე ცნობილია, რომ ტურნირის შექმნას მხარს უჭერს "მსოფლიო რაგბი" და აპირებს, რომ მხარეებს ფინანსურადაც დაეხმაროს. პორტუგალიური გამოცემის ცნობით, პორტუგალიის რაგბის კავშირი მსოფლიოს რაგბის მმართველი ორგანოსგან ახალ ევროპულ ტურნირზე გამოსასვლელად ყოველწლიურად 100 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს, რაც მგზავრობის ხარჯებისთვის იქნება გათვლილი. გამონაკლისები სხვა ქვეყნების რაგბის კავშირებიც არ უნდა იყვნენ და სავარაუდოდ, ისინიც იმავე თანხას მიიღებენ, რასაც პორტუგალია. 

თითოეულ გუნდს ჯგუფურ ეტაპზე 6 შეხვედრის ჩატარება მოუწევს - სამი შინ და სამი გასვლაზე. ჯგუფური ეტაპი სექტემბერ-დეკემბერში გაიმართება, ნახევარფინალები აპრილში ჩატარდება, ხოლო ფინალი - მაისში.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)