სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შემოდგომის ტესტების ეგიდით საფრანგეთის და საქართველოს ნაკრებების გასამართი ტესტ-მატჩი 14 ნოემბერს ბორდოში, "მატმუტ ატლანტიკზე" გაიმართება.
ზემოხსენებული მატჩის შესახებ ფრანგულმა პრესამ გადაჭრით ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაანონსა, ხოლო დღეს ეს ინფორმაცია საფრანგეთის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა. "ბორჯღალოსნებთან" მატჩის გარდა, ფრანგები 6 ნოემბერს არგენტინას, ხოლო 20-ში ახალ ზელანდიას უმასპინძლებენ. ორივე მატჩი პარიზში, "სტად დე ფრანსზე" გაიმართება.
"მატმუტ ატლანტიკი" საფეხბურთო კლუბ "ბორდოს" სტადიონია. ეს არენა 2015 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა 183 მილიონი ევრო დაჯდა. სტადიონი 42115 გულშემატკივარს იტევს. თავდაპირველად იწერებოდა, რომ მატჩი ბორდოს სარაგბო სტადიონზე "სტად შაბან-დელმაზე" ჩატარდებოდა, რომლის ტევადობა 34694 გახლავთ. სავარაუდოდ, სწორედ ტევადობა გახლდათ იმის მიზეზი, რომ სანაკრებო მატჩის ჩატარება საფეხბურთო სტადიონზე გადაწყდა.
"მატმუტ ატლანტიკზე" 2016 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ხუთი შეხვედრა გაიმართა. ეს სტადიონი ამდენივე მატჩს უმასპინძლებს 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან გასვლაზე შარშანაც უნდა ეთამაშა, თუმცა შემოდგომის ტესტები ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გაუქმდა და შემოდგომის ერთა თასი ჩატარდა. შესაბამისად, სენტ-ეტიენში დაგეგმილი მატჩი ვერ შედგა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.