სამოას ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩებამდე მაორი ოლ ბლექსს ორჯერ ეთამაშება

სამოას ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩებამდე მაორი ოლ ბლექსს ორჯერ ეთამაშება

სამოას ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩემდე ორ ტესტ-მატჩს "მაორი ოლ ბლექსის" (ახალი ზელანდიის მეორე ნაკრები - ავტ.) წინააღმდეგ გამართავს.

ორივე ტესტ-მატჩი ახალ ზელანდიაში გაიმართება. 26 ივნისს მატჩი ველინგტონში, "სქაი სთედიუმზე" შედგება, ხოლო 3 ივლისს ამ გუნდების თამაშს ოკლენდის "სმარტ სთედიუმი" უმასპინძლებს. 

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი წლევანდელ ზაფხულის ტესტებზე კუნძულელების მიმართ ძალიან გულუხვი გამოდგა. თუ სამოას "მაორი ოლ ბლექსი" ორჯერ ეთამაშება, ფიჯის (ორჯერ 10 და 17 ივლისს) და ტონგას თვით "ოლ ბლექსი" შეერკინება. 

"მაორი ოლ ბლექსთან" მატჩების შემდეგ, სამოა 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ტონგას წინააღმდეგ ორრაუნდიან დუელს გამართავს. მატჩები 10 და 17 ივლისს ასევე ახალზელანდიაში შედგება - ოკლენდსა და ჰამილტონში. გამარჯვებული გუნდი პირდაპირ გავა მსოფლიო თასზე, ხოლო დამარცხებული ოკეანეთის თასის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე გუნდს კუკის კუნძულებს შეერკინება.

სამოას გაფართოებული შემადგენლობა ზაფხულის ტესტებისთვის 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)