სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რუსეთის ჩემპიონატის 2021/2022 წლების სეზონი სტარტს ივლისში აიღებს.
რუსეთის რაგბის კავშირის ცნობით, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში უმაღლეს დივიზიონში 10 გუნდი იასპარეზებს. ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ახალი სეზონი 24-25 ივლისს დაიწყება. წინა სეზონისგან განსხვავებით, ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება და რეგულარულ ჩემპიონატში 18 ტური გაიმართება, რომლის პირველი ნაწილი 23-24 ოქტომბერს მე-11 ტურით დასრულება და ხანგრძლივი შესვენება დაიწყება. ჩემპიონატი 9-10 აპრილს განახლდება და რეგულარული გათამაშება 4-5 ივნისს დასრულდება. ჩემპიონატის ნახევარფინალები 2022 წლის 11-12 ივნისს შედგება, ხოლო მესამე ადგილისთვის და ფინალური მატჩები 18-19 ივნისს.
რუსეთის რაგბის თასის მეოთხედფინალები 14-15 აგვისტოს შედგება, ნახევარფინალები 11-12 სექტემბერს ჩატარდება, ხოლო ფინალი - 16-17 ოქტომბერს.
რუსეთის 7-კაცა ჩემპიონატის პირველი ტური 3-4 ივლისს შედგება, მეორე ტური 20-21 ნოემბერს, მესამე ტური 27-28 ნოემბერს, ხოლო დასკვნითი მეოთხე ტური 2022 წლის 26-27 მარტს ჩატარდება. 7-კაცას თასი კი 6-7 ნოემბერს გაიმართება.
სავარაუდოდ, 2021/2022 წლების სეზონში რუსეთის ჩემპიონატში მინიმუმ 30 ქართველ მორაგბეს ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ 2020/2021 წლების სეზონის გამარჯვებული რამდენიმე დღის წინ "ენისეი" გახდა, რომლის რიგებშიც მიხეილ გაჩეჩილაძე და დავით მესხი ასპარეზობენ, ვერცხლის მედლებს პენზას "ლოკომოტივის" დაეუფლა, სადაც გიორგი ჭყოიძე, ტარიელ დონაძე, ილია სპანდერაშვილი, რევაზ ბროძელი და ნიკოლოზ ცირეკიძე ირჯებიან, ხოლო შერკინების მწვრთნელი დავით გურგენიძე გახლავთ, ბრინჯაოს პრიზიორ "კრასნი იარში" რობერტ სუთიძე, ნიკო აფციაური და გიორგი ფრუიძე გამოდიან, ხოლო მეოთხე ადგილოსან "მეტალურგში" მიხეილ რატიაშვილი, მიხეილ ფსუტური, მამუკა ხეჩიკოვი, ვლადიმერ გოგოლიძე, ნიკოლოზ სუხაშვილი და ნიკოლოზ ბერძული გამოდიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.