სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

"მფრინავ ფიჯელებს", შესაძლოა, "ოლ ბლექსთან" ტესტ-მატჩების ჩატარება მნიშვნელოვანი დანაკლისით მოუწიოთ.
როგორც მოგეხსენებათ, ფიჯის ნაკრები ახალ ზელანდიას სტუმრად 10 და 17 ივლისს ეთამაშება.
ფიჯური გამოცემა fbcnews.com.fj წერს, რომ "მფრინავ ფიჯელებს", შესაძლოა, ზაფხულის ტესტებზე კაპიტანი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე სემი რადრადრა ("ბრისტოლი"), პესელი იატო ("კლერმონი"), ვაისეა ნაიათალევუ ("სტად ფრანსე") და ლევანი ბოტია ("ლა როშელი") არ ჰყავდეთ. საქმე იმაშია, რომ ზემოხსენებული მორაგბეების გუნდები ტოპ 14-ის და პრემიერშიპის პლეი-ოფებში იასპარეზებენ. ორივე ტურნირის ფინალური მატჩები 26 ივნისს გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ მორაგბეების გუნდები თავიანთი ჩემპიონატების ფინალში გააღწევენ, "ოლ ბლექსთან" გასამართ მინიმუმ პირველ შეხვედრას გამოტოვებენ.
პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ახალ ზელანდიაში ძალიან მკაცრი საკარანტინე რეგულაციები არსებობს და ამის გამო, თუ რომელიმე ფიჯელი მორაგბის გუნდი ტოპ 14-ის ან პრემიერშიპის ფინალში გავა, ისიც არაა გამორიცხული, რომ საერთოდ ორივე მატჩის გამოტოვება მოუწიოთ. თითოეულ მოთამაშეს საკუთარ კლუბთან ვალდებულება გააჩნია, ივნისში არც "მსოფლიო რაგბის" მიერ გამოყოფილი სანაკრებო ფანჯარა მოქმედებს და შესაბამისად, ევროპული კლუბებისგან ფინალში გასვლის შემთხვევაში მოთამაშეების გათავისუფლება გამორიცხულია.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.