შოტლანდია თბილისში შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვა - ნარშავების განაცხადი ცნობილია

შოტლანდია თბილისში შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვა - ნარშავების განაცხადი ცნობილია

შოტლანდიის ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბლერმა ზაფხულის ტესტებისთვის 37-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა.

"ნარშავები" ზაფხულში სამ ტესტ-მატჩს გამართავენ. ისინი 27 ივნისს ლესტერში "ა" ნაკრების სახელით ინგლისის "ა" ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ ევროპისკენ აიღებენ გეზს და 10 ივლისს ბუქარესტში რუმინეთს, ხოლო 17-ში საქართველოს, სავარაუდოდ თბილისში ესტუმრებიან.

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამხრეთაფრიკული ტურნეს გამო თავიდანვე ცხადი იყო, რომ შოტლანდიელებს ზაფხულის ტესტებზე საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობა ეყოლებოდათ. "ლომების" რიგებში 8 შოტლანდიელ მორაგბეს ვიხილავთ, რაც ბოლო 32 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შოტლანდიელებს ლომების ტურნეს გამო ზაფხულის ტესტებზე დააკლდებიან: კრის ჰარისი (შუამარბი), სტიუარტ ჰოგი (ფულბექი), ალი პრაისი (ჰავბექი), ფინ რასელი (მგეზავი), დუჰან ვან დერ მერვე (ფრთა), ზანდერ ფეგერსონი (მარჯვენა ბურჯი), რორი საზერლენდი (მარცხენა ბურჯი) და ჰემიშ უოტსონი (მესამე ხაზი). გარდა ამისა, "ლომების" სამწვრთნელო შტაბში არიან შოტლანდიის მთავარი მწვრთნელი გრეგორ თაუნსენდი და დაცვის მწვრთნელი სტივ ტენდი. 

ზემოხსენებული დანაკლისიც გარდა, შოტლანდიელებს სხვადასხვა მიზეზების გამო კიდევ არაერთი მორაგბე დააკლდება. მაგალითისთვის, არ იქნებიან მეორეხაზელი ძმები რიჩი და ჯონი გრეიები, კვაჭები ფრეიზერ ბრაუნი და სტიუარტ მაკინალი, მეორეხაზელი ბენ ტულისი, მეორეხაზელი გრანტ გილქრისტი და ფრთა დ'არსი გრემი.

შოტლანდიელთა განაცხადში 17 დებიუტანტია. 



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)