ჩესლინ კოლბი დაცვაშიც გენიალურია (VIDEO)

ჩესლინ კოლბი დაცვაშიც გენიალურია (VIDEO)

ტოპ 14-ის 25-ე ტურში "ტულუზი" საკუთარ მოედანზე "კლერმონს" დაუხვდა და 36:27 სძლია.

შეხვედრის დასაწყისში ანტუან დუპონს "კლერმონის" გარემარბმა პიტერ ბეთჰემმა "კლერმონის" 22-თან ბურთი ჩაიჭრა და მაღალი სისწრაფით ლელოს დასადებად გაიქცა, მაგრამ სამხრეთაფრიკელმა ვარსკვლავმა ჩესლინ კოლბიმ გაცილებით მაღალი სისწრაფე განავითარა, მას დაეწია და ფიზიკურად გაცილებით დიდი გაბარიტების მქონე მოწინააღმდეგის შებოჭვაც მოახერხა, შემდეგ კი ბურთიც ამოღლიტა, ფეხით მეტოქის ნახევარზე მოიგერია და დაძაბული მდგომარეობა განმუხტა. 

იხილეთ აღნიშნული ეპიზოდი. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)