ქართველების ბიარიცმა უდრამატულეს ნახევარფინალში იმარჯვა და პრო დ2-ის ფინალში გავიდა (VIDEO)

ქართველების ბიარიცმა უდრამატულეს ნახევარფინალში იმარჯვა და პრო დ2-ის ფინალში გავიდა (VIDEO)

პრო დ2-ის მეორე ნახევარფინალურ მატჩში "ვანი" საკუთარ მოედანს "ბიარიცს" დაუხვდა და უდრამატულეს მატჩში, გაწითლებულ დროში გაშვებული გარდასახული ლელოთი მინიმალური სხვაობით 33:34 დამარცხდა.

"ვანმა" სამი გარდასახული ლელო და ოთხი ჯარიმა გაიტანა, ხოლო ბასკებმა ხუთი ლელო დადეს, რომელთაგან სამი გარდასახეს და ერთი ჯარიმა შეასრულეს ზუსტად. 80 წუთის ამოწურვის შემდეგ მასპინძლები 33:27 იგებდნენ, თუმცა გაწითლებულ დროში "ვანის" დაცვა უხეშად შეცდა, "ბიარიცის" მორაგბეებმა კი ხაზის გაჭრა მოახერხეს და გავინ სტარკმა ძელებს შუა ბურთი დაამიწა, გარდასახვა კი ჟილეს ბოშმა მარტივად გაიტანა და ბასკები პრო დ2-ის ფინალში გავიდნენ, სადაც 6 ივნისს მონპელიეში კატალონიურ "პერპინიანს" შეერკინება. გამარჯვებული ტოპ 14-ში აღზევდება, ხოლო დამარცხებული ტოპ 14-ის მე-13 ადგილოსანს პლეი-აუტში დაუპირისპირდება და ელიტაში გადასვლის მეორე შანსი ექნება. 

"ბიარიცის" რიგებში მოედანზე მე-5 წუთზე გამოჩნდა მარცხენა ბურჯი უშანგი ჭეიშვილი, ხოლო მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62 წუთი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. მარქაფაში იყო მარჯვენა ბურჯი ვახტანგ ახობაძე, თუმცა მინდორზე არ გამოჩენილა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)