სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

პრო დ2-ის ნახევარფინალურ მატჩში "პერპინიანი" "სტად ემ-ჟირალზე" "ოიონას" დაუხვდა და ფინალში დამაჯერებელი გამარჯვებით გავიდა.
კატალონიელებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო ლელო გაუტანეს, ხოლო სტუმრებმა მხოლოდ ჯარიმებით მოიპოვეს ქულები და ლიონელ ბოქსისმა ხუთი ჯარიმა შეასრულა ზუსტად. ამრიგად, "პერპინიანმა" 27:15 იმარჯვა და პრო დ2-ის ფინალში გავიდა, სადაც 6 ივნისს მონპელიეში ბასკურ "ბიარიცს" შეერკინება. გამარჯვებული ტოპ 14-ში აღზევდება, ხოლო დამარცხებული ტოპ 14-ის მე-13 ადგილოსანს პლეი-აუტში დაუპირისპირდება და ელიტაში გადასვლის მეორე შანსი ექნება.
ამ მატჩში "პერპინიანის" რიგებში ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ, "ოიონას" ძირითადში მარჯვენა ბურჯი ირაკლი მირცხულავა გახლდათ, რომელმაც საწყისი 33 წუთი ითამაშა, ხოლო მარცხენა ბურჯი ბექა კაკაბაძე მარქაფაში იყო და მინდორზე 73-ე წუთზე გამოჩნდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.