სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რუსეთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში კრასნოიარსკის "ენისეიმ" პენზას "ლოკომოტივი" გასვლაზეც დაამარცხა და საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.
პირველ მატჩში "ენისეიმ" დიდი ანგარიშით 48:6 იმარჯვა, ხოლო განმეორებით შეხვედრაში 29:13 გაიმარჯვა და რუსეთის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ, სულ კი მეთერთმეტედ მოიპოვა. კრასნოიარსკელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და ფრთა დავით მესხი, რომლებმსაც დღევანდელ მატჩში ლელო არ დაუდიათ, თუმცა "ენისეის" ჩემპიონობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს.
პენზელთა სასტარტო თხუთმეტეულში იყვნენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მარჯვენა ბურჯი ტარიელ დონაძე, მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი და შუამარბი ნიკოლოზ ცირეკიძე, ხოლო ღერძი რევაზ ბროძელი შეცვლაზე გამოჩნდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.