ოფიციალურად: ბრივი ორმა ქართველმა მორაგბემ დატოვა

ოფიციალურად: ბრივი ორმა ქართველმა მორაგბემ დატოვა

ტოპ 14-ის ბოლოსწინა ტურში "ბრივი" საკუთარ მოედანზე "კასტრს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 28:33 დამარცხდა. მასპინძლები ნუგეშის ბონუს ქულას გამორჩნენ, ხოლო კონკურენტები "პო" და "ბაიონი" დამარცხდნენ და შესაბამისად, ბრიველებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს.

შეხვედრის დაწყების წინ, "ბრივმა" იმ მორაგბეებს გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი მოუწყო, რომლებიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებენ და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. წამსვლელთა შორის ორი ქართველი მორაგბეა: 25 წლის კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი და 24 წლის მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე. 

ალხაზაშვილი "ბრივს" 2020 წლის აგვისტოს ბოლოს "ლიონიდან" შეუერთდა და 13 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ცხადაძე კორეზის დეპარტამენტის კლუბში 2019 წელს "ბორდოდან" გადავიდა და წლევანდელ სეზონში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

ბადრის საქართველოს ნაკრების რიგებში 9 კეპი აქვს მოხვეჭილი, ხოლო ირაკლის "ბორჯღალოსნების" კვართით 3-ჯერ უთამაშია. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)