ნიდერლანდების ნაკრების კალენდარი 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე

ნიდერლანდების ნაკრების კალენდარი 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე

ნიდერლანდების ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადასასვლელ/დასარჩენ პლეი-აუტის მატჩში ვატერლოში მასპინძელი ბელგია 23:21 დაამარცხა და 2002 წლის შემდეგ პირველად, "რაგბი ევროპის" ელიტაში აღზევდა. 

"ნარინჯისფრები" 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას 26 ივნისს თელავში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რითაც "ბორჯღალოსნები" წლევანდელ ტურნირზე გამოსვლას დაასრულებენ და გამარჯვების შემთხვევაში მორიგ ტიტულს ჩაიბარებენ. 

საქართველოსთან მატჩის შემდეგ ნიდერლანდები კიდევ ოთხ შეხვედრას გამართავს და გამოსვლას ნოემბერში დაასრულებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)