რაგბი ევროპის პლეი-ოფი: ბელგია - ნიდერლანდები 21:23 (მატჩის მიმოხილვა)

რაგბი ევროპის პლეი-ოფი: ბელგია - ნიდერლანდები 21:23 (მატჩის მიმოხილვა)

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გადასასვლელ მატჩში ვატერლოში ერთმანეთს ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

სხვადასხვა ფაქტორების, განსაკუთრებით კი საშინაო მოედნის და სათამაშო გამოცდილების გათვალისწინებით ფავორიტად ბელგია ითვლებოდა, თუმცა "ნარიჯისფრებმა" მეტოქეს არაფერი დაუთმეს, მთელ რიგ კომპონენტებში აჯობეს და სრულიად დამსახურებულად იმარჯვეს. ერთადერთი სათამაშო კომპონენტი, რომელშიც ბელგიამ აშკარად აჯობა ნიდერლანდებს მოლი იყო, საიდანაც მასპინძლებმა მეტოქეს უდიდესი პრობლემები შეუქმნეს და მოლის წყალობით, კინაღამ შეძლეს ელიტაში ადგილის შენარჩუნება, თუმცა მხოლოდ მოლი საკმარისი არ გამოდგა და გაცილებით უკეთესად მობურთალმა გუნდმა იმარჯვა.

პირველი ნახევარი 0:10 დასრულდა. მათმა შუამარბმა დევიდ ვერსმა ლელო დადო, რომელიც თავადვე გარდასახა და ჯარიმაც გაიტანა. მეორე ნახევრის დასაწყისში მან კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და 55 წუთის შემდეგ სტუმრები 0:13 იგებდნენ. ამის შემდეგ, ბელგიელებიც გამოცოცხლდნენ და ამ მატჩში მათი ფაქტობრივად ერთადერთი იარაღი მოლი აამუშავეს. მათ 57-ე წუთზე ჯარიმის უპირატესობა მოიპოვეს, შემდეგ კი აიღე და მიეძალე გააჩაღეს და სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს. ამის შემდეგ სტუმრებს მოთამაშეც გაუსინბინეს, ხოლო ბელგიელებმა მეორე ლელოც მიითვალეს და 68-ე წუთზე პირველად დაწინაურდნენ.

კაცნაკლული ნიდერლანდები არ გარტყდა და სამ წუთში მშვენიერი ლელოთი უპასუხა მეტოქეს, თუმცა კიდევ ორ წუთში ბელგიელებმა მესამე გარდასახული ლელოც მიითვალეს და მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე ერთი ქულით დაწინაურდნენ. გადამწყვეტი მომენტი 77-ე წუთზე ვიხილეთ - მასპინძლები საკუთარ 22-თან ახლოს მოედნის შუაში დაჯარიმდნენ, დევიდ ვერსმა კი ჯარიმა ზუსტად შეასრულა. დარჩენილ დროში ნიდერლანდებმა ბურთი მოიპოვეს, მეტოქის ნახევარზე დრო გაიყვანეს და მათ სარაგბო ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმეს - 21:23.

ამრიგად, ნიდერლანდები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 2002 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს. "ნარინჯისფრები" 26 ივნისს თელავში საქართველოს ნაკრების ესტუმრებიან და ისინი 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოსაპოვებლად საკვალიფიკაციო ეტაპზეც მიიღებენ მონაწილეობას. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"