არგენტინის ნაკრების განაცხადი ზაფხულის ტესტებისთვის ცნობილია

არგენტინის ნაკრების განაცხადი ზაფხულის ტესტებისთვის ცნობილია

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარიო ლედესმამ ზაფხულის ტესტებისთვის 32-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა. 

უკვე გაუწყეთ, რომ "პუმებს" ახალი კაპიტანი ხულიან მონტოჟა ეყოლებათ. განაცხადში მყოფი მორაგბეებიდან მხოლოდ სამმა ითამაშა წლევანდელ სუპერლიგა ამერიკანაში, რომლის გამარჯვებულიც "ხაგუარეს XV" გახდა, ხოლო დანარჩენი მორაგბეები ავსტრალიაში და ევროპაში ასპარეზობენ. 

არგენტინელთა 32-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:

შერკინება

კვაჭები:
ფაკუნდო ბოში ("ლა როშელი", საფრანგეთი),  ხულიან მონტოჟა ("ლესტერ ტაიგერსი", ინგლისი),  სანტიაგო სოსინო ("გლოსტერი", ინგლისი);

ბურჯები: ტეტაზ ნაუელ ჩაპარო ("ბენეტონი", იტალია), ფედერიკო ვეგრზინი ("ხაგუარეს XV"), ფაკუნდო ხიხენა ("ლონდონ აირიში", ინგლისი), სანტიაგო მედრანო ("ვესტერნ ფორსი", ავსტრალია), ენრიკე პიერეტო ("გლაზგო უორიორსი", შოტლანდია), ფრანსისკო გომეს კოდელა ("ლიონი", საფრანგეთი);

მეორე ხაზი: გუიდო პეტი ("ბორდო", საფრანგეთი), მატიას ალემანო ("გლოსტერი", ინგლისი), ტომას ლავანინი ("ლესტერ ტაიგერსი", ინგლისი);  

მესამე ხაზი: ფრანსისკო გორისენი ("ხაგუარეს XV"), მარკოს კრემერი ("სტად ფრანსე", საფრანგეთი), ტომას ლეზანა ("ვესტერნ ფორსი", ავსტრალია), პაბლო მატერა ("სტად ფრანსე", საფრანგეთი), როდრიგო ბრუნი ("ვანი", საფრანგეთი), ფაკუნდო ისა ("ტულონი", საფრანგეთი);

უკანა ხაზი

ჰავბექები: გონსალო ბერტრანუ ("დრაგონსი", უელსი), ტომას კუბელი ("ვესტერნ ფორსი", ავსტრალია), ფელიპე ეზკურა ("ხაგუარეს XV");

მგეზავები: დომინგო მიოტი ("ვესტერნ ფორსი", ავსტრალია), ნიკოლას სანჩესი ("სტად ფრანსე", საფრანგეთი);

შუამარბები:
სანტიაგო ჩოკობარესი ("ტულუზი", საფრანგეთი), ხერონიმო დე ლა ფუენტე ("პერპინიანი", საფრანგეთი), მატიას მორონი ("ლესტერ ტაიგერსი", ინგლისი), მატიას ორლანდო ("ნიუკასლ ფალკონსი", ინგლისი); 

ფრთები: ფაკუნდო კორდერო ("ექსტერ ჩიფსი", ინგლისი), ბატისტა დელგი ("ბორდო", საფრანგეთი), ხუან იმოფი ("რასინგ 92", საფრანგეთი);

ფულბექები: ემილიანო ბოფელი ("რასინგ 92", საფრანგეთი), სანტიაგო კარერასი ("გლოსტერი", ინგლისი).

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები 10 და 17 ივლისს კარდიფში უელსს ეთამაშება. გარდა ამისა, "პუმებს", შესაძლოა, 3 ივლისს რუმინეთთან გასვლითი მატჩი დაემატოთ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)