სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

არგენტინის ნაკრებს ივლისის მოახლოებულ ტესტებზე კვაჭი ხულიან მონტოჟა უკაპიტნებს. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ "პუმების" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო სანაკრებო მატჩებამდე "პუმებს" მესამეხაზელი პაბლო მატერა კაპიტნობდა, რომელსაც ნოემბერში ცხრა წლის წინანდელი "ტვიტერის" პოსტები ამოუქექეს, რომელშიც ის რასისტულ და ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებდა. მის გარდა, ანალოგიურ სკანდალში გაეხვივნენ გვიდო პეტი და სანტიაგო სოსინო. სკანდალში გახვეული სამივე მორაგბე ნაკრებში კვლავ გამოიძახეს, მაგრამ მატერა მინიმუმ ივლისის ტესტებზე, კაპიტანი აღარ იქნება.
მონტოჟას არგენტინის ნაკრებში 63 კეპი აქვს მოხვეჭილი და 9 ლელოს გატანა მოახერხა. მან 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე იასპარეზა. ხულიანმა წლევანდელ პრემიერშიპში "ლესტერ ტაიგერსის" რიგებში 4 მატჩი ჩაატარა და 3 ლელო მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები 10 და 17 ივლისს კარდიფში უელსს ეთამაშება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.