სამხრეთ აფრიკის და საქართველოს ნაკრებების ტესტ-მატჩების თარიღები შეიცვალა

სამხრეთ აფრიკის და საქართველოს ნაკრებების ტესტ-მატჩების თარიღები შეიცვალა

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოსთან გასამართი ტესტ-მატჩები 3 და 10 ივლისის ნაცვლად, თითო დღით ადრე 2 და 9 ივლისს შედგება. 

სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზები "ლაიონსი" და "ბულზი" იოჰანესბურგსა და პრეტორიაში 3 და 10 ივლისს ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს ეთამაშებიან. აქედან გამომდინარე, სამხრეთ აფრიკის ნაკრების და ფრენჩაიზების მატჩები ერთმანეთს რომ არ დამთხვეოდა, "სპრინგბოკსის" და "ბორჯღალოსნების" თამაშების თარიღი შეიცვალა. მატჩების ადგილმდებარეობა და ზუსტი დრო უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"სპრინგბოკსის" მთავარი მწვრთნელის ჟაკ ნინაბერის თქმით, ის 45-კაციან გაფართოებულ შემადგენლობას 5 ივნისს დაასახელებს და უძლიერეს გუნდს მოუყრის თავს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის ნაკრები ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ სამ შეხვედრას გამართავს.

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის სარაგბო დირექტორმა რასი ერასმურმა კი განაცხადა, რომ ტურნეს დაწყებამდე ნაკრების სრული პერსონალის ვაქცინაცია მოხდება. 

შეგახსენებთ, რომ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ აღარ უთამაშია და 19-თვიანი პაუზის შემდეგ პირველ მატჩს სწორედ "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ გამართავს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)