სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს ტრანს-ტასმან სუპერ რაგბის მესამე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "ჰარიქეინსი" ველინგტონში "ვესტერნ ფორსს" დაუხვდა და დიდი სხვაობით 43:6 სძლია.
ულამაზესი გამოდგა "ჰარიქეინსის" პირველი ლელო - მე-13 წუთზე მათმა კვაჭმა ასაფო აუმუამ მეტოქის მიერ ცუდად მოწოდებული აუტის შემდეგ ბურთი ჩაიგდო, საკუთარი ნახევრიდან დაახლოებით 60 მეტრი პირველიხაზელისთვის უჩვეულო სისწრაფით გაირბინა, გზად სამი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და ულამაზესი ლელო მიითვალა, რომელმაც სხვადასხვა სარაგბო გამოცემები და გულშემატკივრები აღაფრთოვანა.
აღსანიშნავია, რომ აუმუა ლამაზი მომენტებით ხშირად გამოირჩევა და პირველხაზელისთვის უჩვეულო უნარები ბევრჯერ გამოუვლენია. მისი ხილვის საშუალება ქართველ გულშემატკივარსაც ჰქონდა - საქართველოში 2017 წელს ჩატარებულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ახალზელანდიელი კვაჭი გამორჩეული იყო და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.