სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ყველა წევრი (მორაგბეები, სამწვრთნელო შტაბი, პერსონალი და ა.შ.) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
კონკრეტულად, ისინი ოთხშაბათს ვაქცინა "ფაიზერის" პირველი დოზით აიცრნენ, ხოლო მეორე ზონას სავარაუდოდ ივნისის მეორე ნახევარში გაიკეთებენ. ერთადერთი მორაგბე, რომელიც გუშინ არ აიცრა ფინ რასელია, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობს და მან აცრა აქამდე ჩაიტარა.
როგორც მოგეხსენებათ, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 26 ივნისს "მარიფილდზე" იაპონიის ნაკრებს უმასპინძლებენ, საიდანაც გეზს სამხრეთ აფრიკისკენ აიღებენ, სადაც 9 აგვისტომდე დარჩებიან და 8 შეხვედრას ჩაატარებენ, აქედან სამჯერ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის "სპრინგბოკსის" წინააღმდეგ. სამხრეთ აფრიკაში ბოლო დღეებია კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად მატულობს (მაგალითისთვის, სამი დღის წინ ვირუსის 2383 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გუშინ - 4623), გარდა ამისა, ქვეყანაში ვაქცინაცია საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს და მომენტისთვის მოსახლეობის მხოლოდ 0.8% არის აცრილი. აქედან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს ვაქცინაციის პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.
ჯერჯერობით უცნობია, გაივლიან თუ არა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 11-დღიან სავალდებულო კარანტინს, როდესაც 9 აგვისტოს შინ დაბრუნდებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.