ოფიციალურად: ვალანს რომანსი ათმა მორაგბემ დატოვა

ოფიციალურად: ვალანს რომანსი ათმა მორაგბემ დატოვა

პრო დ2-იდან ნასიონალში დაქვეითებული "ვალანს რომანსი" ათმა მორაგბემ ოფიციალურად დატოვა.

წამსვლელთა შორისაა ქართველი ბურჯი მირიან ბურდული. რამდენიმე დღის წინ ფრანგულ პრესაზე დაყრდნობით გაუწყეთ, რომ ის კარიერას იმავე პრო დ2-ის "მონტობანში" განაგრძობდა, რაც ვალანსელთა განცხადებამ ოფიციალურად დაადასტურა. დრომის დეპარტამენტის ბინადრები ბურდულს და აწ უკვე მის ყოფილ თანაგუნდელებს სოციალური ქსელის საშუალებით დაემშვიდობნენ და კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

30 წლის ბურდული "ვალანს რომანსს" 2019 წელს "კარკასონიდან" შეუერთდა და ორი სეზონის განმავლობაში 46 შეხვედრა ჩაატარა. მან წლევანდელ პრო დ2-ში 27-ჯერ ითამაშა, საიდანაც 23-ჯერ სასტარტო თხუთმეტეულში იმყოფებოდა. 


ვალანსელთა რიგებში კიდევ ერთი ქართველი ბურჯი რჩება - 28 წლის გიორგი კაკაურიძე, რომელიც ფრანგულ კლუბში ზაფხულში გორის "ჯიქიდან" გადავიდა და წლევანდელ პრო დ2-ში 6 შეხვედრა ჩაატარა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)