სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

იტალიური რაგბის ლეგენდა სერჯო პარისე (142 კეპი) კარიერის დასრულებას კვლავ არ აპირებს.
პარისე, რომელსაც სექტემბერში 38 წელი შეუსრულდება, "ტულონში" კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს. გარდა ამისა, სერჯოს კვლავ სურს იტალიის ნაკრებში გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ჩატარება. როგორც იცით, იტალიის ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ტაიფუნ ჰაგიბისის გამო ვერ ითამაშა. შემდეგ კი პანდემიის და ტრავმის გამო პარისემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ვერ ჩაატარა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარისე სავარაუდოდ იტალიის ნაკრებს ნოემბრის ტესტებზე გამოემშვიდობება, როდესაც "აძური" შინ ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და ურუგვაის მიიღებს. სერჯო აღნიშნული მეტოქეებიდან ერთ-ერთის წინააღმდეგ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ითამაშებს.
პარისემ მიმდინარე სეზონში "ტულონის" რიგებში 15 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო გაიტანა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.