სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, ივნისში 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრას იმსაჯებს.
შეგახსენებთ, პანდემიის გამო გადადებული ტურნირი ზაფხულში ერთ ლოკაციაზე, კარდიფში (უელსი), „არმს პარკზე“ გაიმართება. ის 19 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება. ამაშუკელი პირველ ტურში უელსისა და იტალიის შეხვედრას იმსაჯებს, 25-ში კი ინგლისისა და შოტლანდიის დაპირისპირებას განსჯის.
„მიხარია, რომ ასეთ მაღალი დონის ტურნირზე კიდევ დამიძახეს და მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ორ თამაშზე დამნიშნეს. ეს ადასტურებს, რომ ქართული სამსაჯო სკოლის მიმართ ნდობა იზრდება“.
„ტურნირი ‘კარდიფ ბლუზის’ შესანიშნავ არენაზე იმართება და საოცარი ატმოსფერო იქნება, მით უმეტეს, რომ უელსში ტრიბუნებზე გულშემატკივარიც დაიშვება. პირველ მატჩში მასპინძელი უელსი იტალიას მასპინძლობს. წინა წლებში იტალიელებმა დაამტკიცეს, რომ ამ დონეზე ხელწამოსაკრავი გუნდი არ ყავთ და მძიმე თამაშს ველოდები. ერთ კვირაში ინგლისი შოტლანდიას ეთამაშება. აქ ინგლისი ფავორიტია, თუმცა სარაგბო სამყაროში, ამ გუნდების დაპირისპირება პრინციპულობით გამოირჩევა და მიხარია მისი განსჯა მე რომ მანდეს“ – განაცხადა ამაშუკელმა.
შეგახსენებთ, რომ ამაშუკელმა 20-წლამდელთა 6 ერზე 2019 და 2020 წლებშიც იმსაჯა.
Rugby.Ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.