შეყლაშვილის ლელომ კოლომიეს ვერ უშველა - ოიონა პრო დ2-ის ნახევარფინალში გავიდა (VIDEO)

შეყლაშვილის ლელომ კოლომიეს ვერ უშველა - ოიონა პრო დ2-ის ნახევარფინალში გავიდა (VIDEO)

პრო დ2-ის პლეი-ოფის მეოთხედფინალურ მატჩში "ოიონა" "სტად შარლ-მასონზე" "კოლომიეს" დაუხვდა, დაძაბულ ბრძოლაში 28:22 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

პირველი ნახევარში "კოლომიე" უკეთ გამოიყურებოდა და ტაიმი 12:19 დასრულდა. შეხვედრის მე-13 წუთზე ლელოს გატანა ვეტერანმა მარჯვენა ბურჯმა ბექა შეყლაშვილმა მოახერხა, რომელმაც 66 წუთი ითამაშა. გარდასახვა და ოთხი ჯარიმა კი ჟიულ სულანმა გაიტანა. მასპინძელთა მხრიდან ასევე ოთხი ჯარიმა იოჰან ლე ბურისმა შეასრულა ზუსტად.

დასკვნით 40 წუთში უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს. 44-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა ბენჟამინ ფალმა (23 კეპი, 8 ლელო) გაიტანა საპასუხო ლელო, რომელიც ლე ბურისმა გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა. მანვე კიდევ ორი ჯარიმა შეასრულა ზუსტად, ხოლო 74-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთმა ყოფილმა მორაგბემ, შეცვალაზე შესულმა ლიონელ ბოქსისმა (24 კეპი, 1 ლელო) გაიტანა ჯარიმა და "ოიონა" 9 ქულით დააწინაურა. მეორე ტაიმში პირველი და უკანასკნელი ქულები სტუმრებმა 77-ე წუთზე აიღეს - ტომა ჟირარმა ჯარიმა გაიტანა და "კოლომიე" ერთ გარდასახულ ლელოში შევიდა, მაგრამ დარჩენილ დროში ვეღარაფერი მოასწრო და ნახევარფინალის საგზური "ოიონას" ერგო, რომლის რიგებშიც მარჯვენა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ პირველი ტაიმი ითამაშა. 

"ოიონა" ნახევარფინალურ მატჩში გასვლაზე პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ "პერპინიანს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 მაისს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. 

ბექა შეყლაშვილის ლელო იხილეთ 0:20 წუთიდან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"