სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

პრო დ2-ის პლეი-ოფის მეოთხედფინალურ მატჩში "ბიარიცი" "პარკს დე სპორტს დ'აგილერაზე" "გრენობლს" დაუხვდა, დიდი სხვაობით 41:14 სძლია და ნახევარფინალში გავიდა.
მატჩში ხუთმა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. "ბიარიცის" რიგებში თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია, მარცხენა ბურჯი უშანგი ჭეიშვილი 53-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მარჯვენა ბურჯი ვახტანგ ახობაძე 57-ე წუთიდან ვიხილეთ მინდორზე. სტუმართა სასტარტო თხუთმეტეულში იყო მარჯვენა ბურჯი ილია კაიკაციშვილი, რომელიც 46-ე წუთზე შეცვალეს, მარცხენა ბურჯი ნიკა ნეფარიძე კი 58-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და ოთხ წუთში ლელოს გატანაც მოახერხა. ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ნეფარიძე "გრენობლს" დატოვებს - დიდი ალბათობით მან ამ კლუბის რიგებში ბოლო შეხვედრა ჩაატარა და ლელოთი დაემშვიდობა.
"ბიარიცი" პრო დ2-ის ნახევარფინალში გასვლაზე რეგულარული ჩემპიონატის მეორე ადგილოსან "ვანს" დაუპირისპირდება. მატჩი 30 მაისს თბილისის დროით 20 საათზე გაიმართება.
ნეფარიძის ლელო იხილეთ 1:53 წუთიდან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.