პრო დ2-ში გადასასვლელი ნახევარფინალების წყვილები ცნობილია

პრო დ2-ში გადასასვლელი ნახევარფინალების წყვილები ცნობილია

კვირას საფრანგეთის ნასიონალის (მესამე დივიზიონი) რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც პრო დ2-ის საგზურისთვის პლეი-ოფში იბრძოლებენ.

ორივე ნახევარფინალური დაპირისპირება 30 მაისს გაიმართება. თბილისის დროით 19 საათზე "ბურგ-ენ-ბრესი" საკუთარ მოედანზე "ალბის" დაუხვდება, ხოლო 21 საათზე "ნიცას" და "ნარბონის" დაპირისპირება დაიწყება. გამარჯვებული გუნდები პრო დ2-ის საგზურს მოიპოვებენ. 

როგორც მოგეხსენებათ, "ნიცას" მთავარი მწვრთნელი ვეტერანი ბორჯღალოსანი დავით ბოლღაშვილია, რომელსაც 2000-2010 წლებში საქართველოს ნაკრების კვართით 30-ჯერ უთამაშია და 5 ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო რევაზ გიგაური, რომელსაც 2006-2015 წლებში "ბორჯღალოსნების" რიგებში ჩატარებულ 39 მატჩში 2 ლელო აქვს გატანილი, "ნიცას" სარაგბო სკოლის ტექნიკური მენეჯერის თანამდებობას იკავებს. ამ მომენტისთვის "ნიცას" რიგებში ორი ქართველი ბურჯი ირჯება: 36 წლის კახაბერ კობერიძე და 32 წლის ლადო გუნიავა. 

"ბურგ-ენ-ბრესის" ღირსებას იცავს 26 წლის ბურჯი ვაჟა კაპანაძე, ხოლო "ნარბონში" და "ალბიში" ამჟამად ქართველი მორაგბეები არ თამაშობენ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)