სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რუსეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ მატჩში "ენისეი" "ავანგარდზე" "ლოკომოტივს" დაუხვდა და ბევრისთვის მოულოდნელად საკმაოდ იოლად 48:6 იმარჯვა.
კრასნოიარსკელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და ფრთა დავით მესხი. პენზელთა სასტარტო შემადგენლობაში მარჯვენა ბურჯი ტარიელ დონაძე, კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი და შუამარბი ნიკოლოზ ცირეკიძე იმყოფებოდნენ, ხოლო ღერძი რევაზ ბროძელი შეცვლაზე შევიდა.
შეხვედრის 34-ე წუთზე ლელოს გატანა ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა დავით მესხმა მოახერხა, რომელმაც ბოლო სამ მატჩში მეოთხე ლელო მიითვალა. ქართველმა ფრთამ "კრასნი იართან" ორ ნახევარფინალურ მატჩში სამი ლელო დადო.
"ენისეიმ" მეტოქე ექვსჯერ დაალელოვა. კრასნოიარსკელებმა ტაიმი 24:6 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვეს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.