2021 წლის ევროპის საუკეთესო მორაგბის ვინაობა ცნობილია

2021 წლის ევროპის საუკეთესო მორაგბის ვინაობა ცნობილია

ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბის (EPCR) ვერსიით, 2021 წლის საუკეთესო ევროპის მორაგბედ საფრანგეთის ნაკრების და "ტულუზის" ჰავბექი ანტუან დუპონი დასახელდა. 

დუპონმა აღნიშნულ ნომინაციაში ისეთ მორაგბეებს აჯობა, როგორებიც არიან: გრეგორი ალდრიტი, ლევანი ბოტია, ტად ფარლონგი, კევინ გურდონი, რობი ჰენშოუ, მატიო ჟალიბერი, ჯერომ კაინო, ჰუგო კენანი, ჯულიენ მარშანი, კოტარო მაცუშიმა, რომან ნტამაკი, რეიმონ რულე, უილ სკელტონი და ჯოშ ვან დერ ფლირი.

ევროპაში მოთამაშე წლის საუკეთესო მორაგბის ვინაობას EPCR 2010 წლიდან ასახელებს. აღსანიშნავია, რომ ამ წოდების მოპოვება ფრანგმა მორაგბემ პირველად შეძლო. 

დუპონმა წლევანდელ ჩემპიონთა თასზე 5 შეხვედრა ჩაატარა და 4 ლელო გაიტანა, ხოლო ტოპ 14-ში ჩატარებულ 11 მატჩში მოწინააღმდეგეთა ლელო 6-ჯერ აიღო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)