აკადემია და ყოჩები ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობენ - ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

აკადემია და ყოჩები ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობენ - ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

დღეს დიდი 10-ის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.

"აკადემია" "რაგბი პლატოზე" "ლოკომოტივს" დაუხვდა, 24:11 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც 29 მაისს გასვლაზე "ბათუმს" დაუპირისპირდება. 
"მხატვრების" მხრიდან ლელოები გიორგი ჭუაძემ და ჯიმი ღამბაშიძემ გაიტანეს, ერთი გარდასახვა და ოთხი ჯარიმა კი დავით მოძღვრიშვილმა გაიტანა, ხოლო "რკინიგზელთაგან" ლელო გიორგი ბებიაშვილმა მიითვალა, ორი ჯარიმა კი ნიკა ასათიანმა შეასრულა ზუსტად. მატჩის საუკეთესო მორაგბედ "აკადემიის" კვაჭი ლევან ლომაური დასახელდა. 

"ყოჩებმა" ავჭალის სარაგბო სტადიონზე "იუნკერები" დრამატულ მატჩში 29:27 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც 29 მაისს ქუთაისში "აიას" ესტუმრება. მატჩის დასრულებამდე 25 წუთით ადრე "ყოჩები" 12-ქულიანი სხვაობით იგებდბენ, რის შემდეგაც უპირატესობა "იუნკერებმა" მოიპოვა და მომდევნო 15 წუთში გატანილი ორი გარდასახული ლელოთი და ერთი ჯარიმით 5 ქულით გავიდა წინ, მაგრამ მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გადამწყვეტი ლელო გამოცდილმა ბორჯღალოსანმა ანტონ ფეიქრიშვილმა, რომელიც თემურ სოხაძემ გარდასახა და ამით "ყოჩებს" ნახევარფინალის საგზური მოუტანა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ "ყოჩების" შუამარბი თემურ ჭიჭინაძე დასახელდა. 



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)