სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის 2020/2021 წლების სეზონის ფინალი ქუთაისში, "აია არენაზე" გაიმართება. ამის შესახებ დღეს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა განაცხადა.
"აიამ" რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში ნახევარფინალიდან ჩაერთვება. ქუთაისელები "აია არენაზე" "იუნკერები"/"ყოჩების" გამარჯვებულს შეერკინებიან და მოგების შემთხვევაში, ფინალს შინ ითამაშებს.
"გამგეობის გადაწყვეტილებით, ფინალური მატჩი იმ გუნდის სტადიონზე ტარდება, რომელიც რეგულარულ პირველობას მოიგებს და ამ შემთხვევაში ეს გუნდი ქუთაისის "აიაა". ესეც რომ არა, ქუთაისს მნიშვნელოვანი სარაგბო დანიშნულება აქვს და მათ დაიმსახურეს ფინალის მასპინძლობა. ბოლო წლებში იქ არაერთი მნიშვნელოვანი თამაში ჩავატარეთ – 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, ბორჯღალოსნების შეხვედრები და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ფინალიც ეკუთვნოდა, მით უმეტეს, რომ ეს თამაშითაც დაიმსახურეს.
ვულოცავ ქუთაისს ამ გადაწყვეტილებას. ქუთაისელებმა განსაკუთრებული გულშემატკივრობა იციან და თუ "აია" გავიდა ფინალში, დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული სარაგბო ზეიმი გველოდება“.
არაორდინალური იყო წლევანდელი სეზონი. პანდემიამ და გაურკვევლობამ დიდი გავლენა იქონია განრიგზე, ცხრილზე, თავად თამაშის ხარისხზე. მიუხედავად ამისა, საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატი გამოვიდა და წინ გველის მთავარი – ფლეი ოფები და ფინალი. მაქვს იმედი, რომ საინტერესო და სანახაობრივ თამაშებს ვიხილავთ“, - ციტირებს ბაჩო ხურციძის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
ცნობისთვის, ქუთაისი საქართველოს ჩემპიონატის ფინალს 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად უმასპინძლებს. ქუთაისში ფინალი ერთადერთხელ 1991 წელს გაიმართა, რომელშიც "აიამ" "ლოკომოტივს" 11:6 აჯობა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.