სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Sud Ouest
ბორჯღალოსანმა ლაშა ლომიძემ "დაქსთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Sudouest.fr ავრცელებს.
ზემოხსენებული გამოცემის ცნობით, ლომიძის გარდა, "დაქსთან" კონტრაქტი ფრთამ ჟულიენ დეჩავანმა და სამხრეთაფრიკელმა ბურჯმა პიტერ სტამენტმა გაახანგრძლივეს.
28 წლის მეორე/მესამეხაზელი "დაქსს" მიმდინარე სეზონის დაწყებამდე რომის "ლაციოდან" შეუერთდა და ნასიონალში 14 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 8 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო. "დაქსს" ბოლო ტურის წინ 53 ქულა აქვს, მეექვსე ადგილზე იმყოფება და პრო დ2-ში გადასასვლელ საპლეიოფო ზონაში გასვლის შანსი აღარ აქვს.
ზემოხსენებული გუნდების გარდა, ლაშა ლომიძე "ბეზიეში", "ორიაკში", "ლონდონ აირიშში" და "დონკასტერში" ასპარეზობდა. მას ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი "ბეზიეში" ჰქონდა, სადაც 2014-2017 წლებში პრო დ2-ში 42 შეხვედრა ჩაატარა და 5 ლელო გაიტანა.
ლომიძეს საქართველოს ნაკრების კვართით 47-ჯერ უთამაშია და 4 ლელოს გატანა მოახერხა. მან 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა. ლაშამ "ბორჯღალოსნების" რიგებში ბოლოს სწორედ წინა მსოფლიო თასზე იასპარეზა და მას შემდეგ ნაკრებში აღარ გამოჩენილა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.