სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რუმინეთის ნაკრები, შესაძლოა, კიდევ ერთ პირველი დონის გუნდს ეთამაშოს - საუბარია არგენტინის ნაკრებზე. რუმინულ და არგენტინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა, რომ 3 ივლისს მატჩი ბუქარესტში "სტიაუას" ახალ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართოს.
არგენტინელებს პანდემიის გამო საშინაო ტური ჩაეშალათ და ტესტ-მატჩების გამართვა ევროპაში უწევთ. უკვე დადასტურებულია, რომ "პუმები" 10 და 17 ივლისს კარდიფში უელსს ეთამაშიან, რომელთანაც თავდაპირველი გეგმის მიხედვით შინ უნდა ეასპარეზათ. როგორც ცნობილია, არგენტინელებს ზაფხულის ტესტებზე მესამე ტესტ-მატჩის ჩატარებაც სურთ და რუმინეთის ვარიანტი მათთვის ხელსაყრელი ჩანს. თავის მხრივ, არგენტინელებთან თამაში ძალიან სურთ რუმინელებსაც, რომლებიც მაღალი დონის შეხვედრებს მოკლებულნი არიან და თუ "პუმებთან" მატჩი მოხერხდა, მათთვის ეს იქნება მეორე დაბევებული მატჩი ზაფხულის ტესტებისთვის. როგორც იცით, "მუხები" 10 ივლისს შინ შოტლანდიას ეთამაშებიან.
გარდა ამისა, რუმინელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ იაპონიის ნაკრებთანაც, რომელთაც, შესაძლოა, 17 ივლისს უმასპინძლონ.
აღსანიშნავია, რომ რუმინეთის ნაკრები 2006 წლის შემდეგ ტიერ 1-ის ქვეყანას მსოფლიო თასებს მიღმა პირველად შეხვდება, ხოლო 2004 წლის შემდეგ შინ პირველად მიიღებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.