სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
მარცხენა ბურჯმა ჟორჟ სალდაძემ "ბეზიესთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ოქსიტანიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
სალდაძე, რომელსაც 27 წელი 25 მაისს შეუსრულდება, "ბეზიესთან" მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურებოდა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის "ბეზიეში" თავგადასავალი გრძელდება", - განაცხადა სალდაძემ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
"ჟორჟი არის ძალიან კარგი მოთამაშე მარცხენა ბურჯის პოზიციაზე. ის არის ძლიერი, როგორც შერკინების სტატიკაში, ასევე ღია თამაშში. ჩვენ მას მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ვენდობით და ეს მისთვის არის პლაცდარმი, რომ საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს", - განაცხადა "ბეზიეს" შერკინების მწვრთნელმა პიერ კელემ.
სალდაძე "ბეზიეში" 2019 წელს ქუთაისის "აიადან" გადავიდა და 16 მატჩში 2 ლელოს გატანა მოახერხა. მან წლევანდელ პრო დ2-ში 10 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 7 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო და 1 ლელო დადო.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.