ოლ ბლექსს და ფიჯის მესამე მატჩის გამართვაც სურდათ - ცნობილია თამაშის ჩაშლის მიზეზი

ოლ ბლექსს და ფიჯის მესამე მატჩის გამართვაც სურდათ - ცნობილია თამაშის ჩაშლის მიზეზი

როგორც იცით, ზაფხულის ტესტებზე ახალი ზელანდიის და ფიჯის ნაკრებები ერთმანეთის წინააღმდეგ ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. მატჩები 10 და 17 ივლისს დანიდინში და ჰამილტონში გაიმართება. 

ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ო'კონორმა განაცხადა, რომ განიხილებოდა "ოლ ბლექსთან" მესამე ტესტ-მატჩის შესაძლებლობაც, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელი ევროპული კლუბების პოზიციის გამო გახდა.

"ჩვენ განვიხილეთ 24 ივლისს მესამე ტესტ-მატჩის ჩატარების შესაძლებლობა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან 24 ივლისი "მსოფლიო რაგბის" მიერ გამოყოფილ სანაკრებო ფანჯარაში აღარ ჯდება, ხოლო ევროპული კლუბების უმრავლესობა ფანჯრის მიღმა მორაგბეების გათავისუფლების წინააღმდეგნი არიან", - განაცხადა ო'კონორმა, რომელმაც ახალი ზელანდიის რაგბის კავშირს ორმატჩიანი სერიისთვის მადლობა გადაუხადა.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ფიჯის ნაკრები "ოლ ბლექსთან" ტესტებს ზედიზედ გამართავს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)