სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ქუთაისის "ბაგრატმა" პირველი ლიგის გასავრდნ, ორმატჩიან პლეი-აუტში "გორს" აჯობა და პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
პირველ მატჩში "გორმა" შინ 21:10 იმარჯვა და გარკვეული უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ქუთაისში გამართულ მატჩში "ბაგრატმა" გაცილებით უკეთ იასპარეზა, არსებული ჩამორჩენა პირველივე ტაიმში აღმოფხვრა და საბოლოოდ ჯამში 30:7 იმარჯვა.
ქუთაისელებმა ტაიმი 12:0 მოიგეს. "ბაგრატმა" მეორე ნახევარის დასაწყისში სხვაობა კიდევ გაზარდა და ანგარიში 22:0 გახადა, რასაც გორელებმა ერთი გარდასახული ლელოთი უპასუხეს და სხვაობა 15-ქულამდე შეამცირეს, მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლებმა ჯარიმა და კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და დამაჯერებლად 23-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
"ბაგრატის" მხრიდან ლელოები ბექა თათვიძემ, საბა ხელაძემ, რუსლან გიგაშვილმა, გია ცნობილაძემ და ზურა ჩხობაძემ გაიტანეს, ხოლო თითო გარდასახვა და ჯარიმა ცოტნე კვესელავამ შეასრულა ზუსტად. გორელთაგან ლელო დავით კალაიჩევმა დადო, რომელიც გიორგი ჭავჭავაძემ გარდასახა. ამრიგად, "ბაგრატმა" ორმატჩიან დუელში 40:28 იმარჯვა და პირველ ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.