რაგბი 7-ის მსოფლიო თასის ჩატარების თარიღი და კონტინენტებზე კვოტების რაოდენობა ცნობილია

რაგბი 7-ის მსოფლიო თასის ჩატარების თარიღი და კონტინენტებზე კვოტების რაოდენობა ცნობილია

"მსოფლიო რაგბიმ" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ რაგბი 7-ის მსოფლიო თასი სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში 2022 წლის 9-11 სექტემბერს გაიმართება. 

7-კაცას მსოფლიო თასზე 24 გუნდი იასპარეზებს, ხოლო 7-ქალას მსოფლიო პირველობაზე - 16 გუნდი. 

წინა მსოფლიო თასის მიხედვით, რომელიც 2018 წელს აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში გაიმართა, მომდევნო მსოფლიო თასის საგზური პირდაპირ მოიპოვეს: 1) ახალმა ზელანდიამ, ფიჯიმ, ინგლისმა, სამხრეთ აფრიკამ, აშშ-მა, არგენტინამ, საფრანგეთმა და შოტლანდიამ (7-კაცა); 2) ახალმა ზელანდია, საფრანგეთმა, აშშ-მა და ავსტრალიამ (7-ქალა), ხოლო სამხრეთ აფრიკა მასპინძლის სტატუსით ავტომატურად მოიპოვა კვალიფიკაცია.   

შესაბამისად, 7-კაცას მსოფლიო პირველობაზე დარჩენილია 16 ადგილი, ხოლო 7-ქალას პირველობაზე - 11 ადგილი. 

7-კაცაზე კონტინენტებს კვოტები შემდეგნაირად აქვთ განაწილებული: ევროპა (4 გუნდი), აფრიკა (3), ოკეანეთი (3), აზია (2), სამხრეთ ამერიკა (2) და ჩრდილოეთ ამერიკა (2);

7-ქალაზე კი კონტინენტებს კვოტები ასეთი რაოდენობით ერგოთ: ევროპა (4 გუნდი), აზია (2), სამხრეთ ამერიკა (2), ჩრდილოეთ ამერიკა (1), ოკეანეთი (1), აფრიკა (1);

გუნდები მსოფლიო თასის საგზურს მხოლოდ რეგიონალური ტურნირების შედეგების მიხედვით მოიპოვებენ. ამრიგად, საქართველოს 7-კაცა ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო თასზე გასასვლელად რაგბი ევროპის ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ესაჭიროება, თანაც ჩვენი გუნდის კონკურენტები არ იქნებიან ინგლისი, საფრანგეთი და შოტლანდია, რომლებსაც მსოფლიო პირველობის საგზური უკვე განაღდებული აქვთ. ანალოგიურად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს კეიპტაუნის საგზურს ქალთა მსოფლიო თასზე. ევროპიდან მხოლოდ საფრანგეთია კვალიფიცირებული.

რაგბი 7-ის 2018 წლის მსოფლიო თასს მასპინძელ აშშ-ში სატელევიზიო მაუწყებლების საშუალებით 24 მილიონ ადამიანზე მეტმა უყურა, ხოლო გლობალურად - 31 მილიონზე მეტმა. გარდა ამისა, ფინალურ ნაწილს პირდაპირ ეთერში 1.7 მილიონმა ადამიანმა ადევნა თვალი და ტურნირის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ვიდეოებს 22.5 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. ყველა ეს მაჩვენებელი სარეკორდოა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"