ოლ ბლექსმა დაადასტურა - სამი ტესტ-მატჩი კუნძულელებთან

ოლ ბლექსმა დაადასტურა - სამი ტესტ-მატჩი კუნძულელებთან

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ ზაფხულის ტესტებზე მეზობელ კუნძულელებთან სამ ტესტ-მატჩს გამართავს. კონკრეტულად კი, ორჯერ ფიჯის უმასპინძლებს, ერთ მატჩში კი ტონგას ეთამაშება.

ფიჯისთან მატჩი "მსოფლიო რაგბის" მიერ განრიგში ჩასმული იყო, ხოლო ტონგასთან მატჩზე პრესაში იწერებოდა. დღეს კი, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ორივე ქვეყანასთან მატჩები ოფიციალურად დაადასტურა.

"ოლ ბლექსი" 3 ივლისს ოკლენდში ტონგას უმასპინძლებს, 10 ივლისს დანიდინში ფიჯის დაუხვდება, ხოლო 17-ში "მფრინავ ფიჯელებს" უკვე ჰამილტონში დაუხვდება. ახალზელანდიელებს უყურადღებოდ სამოაც არ დარჩება - "მანუ სამოას" 3 ივლისს "მაორი ოლ ბლექსი" უმასპინძლებს. 

გარდა ამისა, 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის ორმატჩიან პლეი-ოფში ერთმანეთს სამოა და ტონგა სწორედ ახალზელანდიაში დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 10 ივლისს გაიმართება, თუმცა ზუსტი ლოკაცია ჯერჯერობით უცნობია, ხოლო 17 ივლისს განმეორებითი შეხვედრა ჰამილტონში შედგება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)