სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

იაპონიის ტოპ ლიგის ნახევარფინალში "სანტორი სანგოლიასმა" "ჰანაძონო რაგბი სთედიუმზე" "კუბოტა სპეარსი" 26:9 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 23 მაისს "პანასონიკ უაილდ ნაითსს" დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში "ტოიოტა ვერბლიცს" 48:21 სძლია.
ერთადერთი ლელო 33-ე წუთზე შოტა ემიმ დადო, ექვსი ჯარიმა და არეკნი კი ბოდენ ბარეტმა შეასრულა ზუსტად. მოწინააღმდეგის მხრიდან სამი ჯარიმა გერჰარდ ვან დერ ჰევერმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მილტონ ჰეიგის მიერ მომზადებულმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში შვიდიდან შვიდი მატჩი მოიგო და "წითელი ჯგუფი" შესაძლებელი 35-დან 34 ქულით დაასრულა, ანუ მხოლოდ ერთ მატჩში ვერ იმარჯვა ბონუსით. რეგულარულ ჩემპიონატში ჰეიგის შეგირდებმა 60 ლელოს და 420 ქულის გატანა მოახერხეს, ხოლო 129 გაუშვეს.
იქიდან გამომდინარე, რომ რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს, მერვედფინალი გამოტოვეს და მეოთხედფინალში "რიკო ბლექ რემსთან" უნდა ეთამაშათ, თუმცა მატჩი ამ უკანასკნელის მიზეზით გაუქმდა და "სანტორის" მოგება ჩაეთვალა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.