პატარძეულელებმა კარი გაიჯახუნეს და ბოლო ტურში არმაზი დიდი სხვაობით დაამარცხეს

პატარძეულელებმა კარი გაიჯახუნეს და ბოლო ტურში არმაზი დიდი სხვაობით დაამარცხეს

© მარიამ გაგნიძე

დიდი 10-ის ბოლო ტურში გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე "არმაზი" შევარდენის სარაგბო ბაზაზე პატარძეულის "ვეფხვებს" დაუხვდა და დიდი სხვაობით 10:45 დამარცხდა. 

ორივე გუნდისთვის ცნობილი იყო, რომ ამ მატჩს სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ეს გუნდები დიდი 10-დან ბოლო ტურამდე გავარდნენ და გაისად პირველ ლიგაში მოუწევთ თამაში. ამიტომაც, "არმაზმა" მთლიანად ჭაბუკთა ლიგის გუნდი გაიყვანა მინდორზე და მათ გამოცდილების შეძენის საშუალება მისცა, რადგან სავარაუდოდ წამყვანი მორაგბეები კლუბს დატოვებენ და აქცენტის გადატანა ახალგაზრდა მორაგბეებზე მოუწევთ. 

აღსანიშნავია, რომ "არმაზის" ახალგაზრდა მორაგბეებმა პირველი ტაიმი საკმაოდ კარგად ჩაატარეს და 10:7 იმარჯვეს, თუმცა მეორე ნახევარში ძალები აღარ ეყოთ და ექვსი უპასუხო ლელო გაუშვეს. "არმაზის" მხრიდან ლელო ავთო გოგიაშვილმა დადო, ხოლო პატარძეულთაგან ჰეთ-თრიკი შეასრულა ოთო ზუკაკიშვილმა, თითო ლელო კი გიორგი ზუკაკიშვილმა, გიორგი ლაფერიშვილმა, დაჩი ელერდაშვილმა და ბექა არველაძემ გაიტანეს. 



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)