ბაიონის მორაგბეებმა ტულუზთან სენსაციური გამარჯვება გასახდელში სიმღერით აღნიშნეს (VIDEO)

ბაიონის მორაგბეებმა ტულუზთან სენსაციური გამარჯვება გასახდელში სიმღერით აღნიშნეს (VIDEO)

ტოპ 14-ის 24-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ტულუზი" საკუთარ მოედანზე "ბაიონს" დაუხვდა და სენსაციურად 28:32 დამარცხდა.

22 მაისს ტულუზი ჩემპიონთა თასის ფინალში ლა როშელს დაუპირისპირდება. აქედან გამომდინარე, "ტულუზის" მთავარმა მწვრთნელმა უგო მოალამ რამდენიმე ლიდერი დაასვენა, მათ შორის - ანტუან დუპონი, რომან ნტამაკი, ჩესლინ კოლბი და მაქსიმ მედარი. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს მაინც საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავდა და მათი შინ მარცხი საკმაოდ მოულოდნელი იყო. 

სტუმარი გუნდის მარქაფაში იყო კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც მინდორზე 50-ე წუთზე გამოჩნდა. მან 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 

"ბაიონი" ტოპ 14-ში დარჩენისთვის იბრძვის და მათთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს, განსაკუთრებით კი "ტულუზის" მსგავსი გუნდების წინააღმდეგ. ამ გამარჯვებას ბასკური კლუბის მორაგბეები ძალიან გაახარა, თამაშის შემდეგ მათ გასახდელში დიდებული ატმოსფერო იყო და თითოეული მორაგბე სიმღერით აღნიშნავდა საფრანგეთის ჩემპიონის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებას. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)