სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ტოპ 14-ის 24-ე ტურში "ბორდო" "სტად შაბან-დელმაზე" "კასტრს" დაუხვდა და მძიმე ბრძოლაში 20:16 აჯობა.
"ბორდოს" შემადგენლობაში მარცხენა ბურჯის პოზიციაზე 54-ე წუთზე ლექსო ყაულაშვილი გამოჩნდა, რომელმაც 20 წუთი ითამაშა, 75-ე წუთზე კი მოედანი სავარაუდოდ მცირე ტრავმის გამო დატოვა. ასევე 54-ე წუთზე შევიდა მინდორზე მარჯვენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა, რომელსაც "კასტრის" რიგებში დებიუტი ჰქონდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა. მან ბოლო წუთზე დანიშნულ შერკინებაში ჟეფერსონ პოარო დააჯარიმა და საკუთარ გუნდს გამარჯვების შანსი მისცა, მაგრამ მეტოქის ლელოდან დაახლოებით 10 მეტრში "კასტრმა" საკუთარი აუტი წააგო, დრო კი უკვე გაწითლებული იყო და ჟირონდელებმა ბურთი უმალ მოედნის მიღმა გადააგდეს.
"ბორდო" 62 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო "კასტრი" მეცხრე პოზიციაზეა, მაგრამ იმავე "ბორდოს", "სტად ფრანსეს" და "ტულონს" ის და "ლიონი" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან. ამრიგად, ბოლო ორ ტურში პლეი-ოფის ბოლო ორი საგზურისთვის დიდი ბრძოლა გველის.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.