აკადემიამ ყოჩები დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და რეგულარული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა

აკადემიამ ყოჩები დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და რეგულარული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა

დიდი 10-ის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში ერთმანეთს "რაგბი პლატოს" ბინადრები "აკადემია" და "ყოჩები" შეერკინენ, რომელშიც ნომინალურმა მასპინძელმა მინიმალური სხვაობით 32:31 იმარჯვა.

გუნდებმა ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს, საიდანაც "აკადემიამ" სამი გარდასახა, "ყოჩებმა" კი ოთხი, მაგრამ "მხატვრებმა" ერთი ჯარიმით მეტი გაიტანეს და შესაბამისად, ერთი ქულით იმარჯვეს. "აკადემიის" მხრიდან ლელოები საბა ფესვიანიძემ, ირაკლი ბეგაძემ, თორნიკე ზოიძემ და სანდრო მარგიანმა დადეს, რომელიც მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ხოლო "ყოჩებიდან" ლელოების ავტორნი დავით ხიდეშელი, ნიკა ბიწაძე, თემურ სოხაძე და ლაშა მალაღურაძე არიან. 

მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე "ყოჩები" 16-ქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა "აკადემიამ" დასკვნით წუთებში ურთულესი მისია შეასრულა და ბრწყინვალე "ქამბექით" იმარჯვა. 70-ე და 74-ე წუთზე ლელოები ზოიძემ და მარგიანმა დადეს, გარდასახვები კი დავით მოძღვრიშვილმა შეასრულა ზუსტად. გაწითლებული დროის მეხუთე წუთზე კი მოძღვრიშვილმა ჯარიმა გაიტანა და "აკადემიას" უდრამატულესი გამარჯვება მოუტანა. 

"აკადემიამ" 23 ქულა დააგროვა და რეგულარული ჩემპიონატი მესამე ადგილით დაასრულა, ხოლო "ყოჩები" 18 ქულით მეხუთე პოზიციაზე გავიდა. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)