პრო დ2 დასრულდა - ქართველებმა ორიაკმა გადამწყვეტ მატჩში ბონუსით იმარჯვა და ადგილი შეინარჩუნა

პრო დ2 დასრულდა - ქართველებმა ორიაკმა გადამწყვეტ მატჩში ბონუსით იმარჯვა და ადგილი შეინარჩუნა

პრო დ2-ის 2020/2021 წლების სეზონის რეგულარული გათამაშება დასრულდა.

ქართველი მორაგბეების სიმრავლით ცნობილი "ორიაკი" საკუთარ მოედანზე "პროვანსს" დაუხვდა, დიდი სხვაობით 43:5 აჯობა და პრო დ2-ში ადგილი შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ "ორიაკი" პრო დ2-ში წაგების შემთხვევაშიც დარჩებოდა, რადგან უშუალო კონკურენტი "ვალანს რომანი" გასვლაზე "ოიონასთან" უშანსოდ 19:53 დამარცხდა და ნასიონალში დაქვეითდა. 

"ორიაკის" რიგებში ხუთმა ქართველმა ითამაშა. მარჯვენა ბურჯმა გიორგი ქართველიშვილმა 50-ე წუთამდე ითამაშა, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია 54-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 15 წუთში კვლავ დაბრუნება მოუწია, ხოლო მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ მინდორზე 63 წუთი დაჰყო. ორიაკელთა შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა ბექა საღინაძემ, რომელიც მომდევნო სეზონიდან ტოპ 14-ის "ლიონში" ითამაშებს. საღინაძე და ლუკა ნიორაძე თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთვნენ. 

სხვა მატჩებიდან ყველაზე საინტერესო პირველ-მეორე ადგილოსნების "პერპინიანის" და "ვანის" დაპირისპირება იყო, რადგან მოგებული პრო დ2-ის რეგულარულ გათამაშებას პირველი ადგილოთ დაასრულებდა. კატალონიელებმა დამაჯერებლად 30:17 იმარჯვეს. ორივე ეს გუნდი პლეი-ოფში ნახევარფინალიდან ითამაშებს, ხოლო "ბიარიცი", "ოიონა", "გრენობლი" და "კოლომიე" მეოთხედფინალიდან ითამაშებენ.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)