20 წლის ქართველ მესამეხაზელს მონპელიეს ძირითად გუნდში დებიუტი ექნება

20 წლის ქართველ მესამეხაზელს მონპელიეს ძირითად გუნდში დებიუტი ექნება

© Icon Sport

ტოპ 14-ის 24-ე ტურში "სტად ფრანსე" "სტად ჟან-ბუენზე" "მონპელიეს" დაუხვდება.

"მონპელიეს" ძირითად გუნდში დებიუტი ექნება 20 წლის ქართველ მესამეხაზელ გიგი ლეშკაშელს, რომელსაც სასტარტო შემადგენლობაში რვა ნომრის პოზიციაზე ვიხილავთ. გიგი "მონპელიეში" 2019 წელს ჩაირიცხა და ესპუარების გუნდში რეგულარულად ასპარეზობს. ის განვლილ სეზონში 7-კაცას ფესტივალზეც გამოჩნდა, თუმცა ძირითად გუნდში თამაშის შანსი აქამდე არ ჰქონია. 

გიგი ქუთაისის "აიას" სარაგბო სკოლის აღზრდილია. მას საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, თუმცა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა არ მიუღია. 

ზემოხსენებული მატჩი შაბათს თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)