ორიაკის რიგებში გადამწყვეტ მატჩში ხუთი ქართველი მორაგბე ითამაშებს

ორიაკის რიგებში გადამწყვეტ მატჩში ხუთი ქართველი მორაგბე ითამაშებს

პარასკევს პრო დ2-ის რეგულარული გათამაშების ბოლო ტურის ყველა მატჩი ერთდროულად, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. 

"ორიაკი", რომელშიც ფრანგული კლუბებიდან ყველაზე მეტი ქართველი მორაგბე ასპარეზობს, გადამწყვეტ მატჩს შინ "პროვანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს. ბოლო ტურის წინ "ორიაკი" მე-14 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონაში მყოფ "ვალანს რომანსს" 4 ქულით უსწრებს. გამარჯვების და ფრის შემთხვევაში "ორიაკი" პრო დ2-ში დარჩება, ხოლო თუ წააგებს, მაშინ ვალანსელთა შედეგზე იქნება დამოკიდებული, რომელიც გასვლაზე პლეი-ოფის ზონაში მყოფ "ოიონას" ეთამაშება. 

ხვალ "ორიაკის" ძირითად შემადგენლობაში იქნებიან მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე, ხოლო კვაჭი ლუკა ნიორაძე და მესამეხაზელი ბექა საღინაძე თადარიგში არიან და "ორიაკს" შეცვლიდან გააძლიერებენ. 

სხვა მხრივ სატურნირო ცხრილში ინტრიგა თითქმის აღარ არსებობს: "პერპინიანმა" და "ვანმა", რომლებიც ბოლო ტურში ერთმანეთს კატალონიაში ეთამაშებიან, პირველ-მეორე ადგილოსნების ვინაობა ერთმანეთში უნდა გამოავლინონ, თუმცა ერთი რამ ცხადია, ეს ორი გუნდი სხვებს დიდი უპირატესობით უსწრებს და პლეი-ოფში ორივეს უპირატესობა ექნება, რადგან ისინი მეოთხედფინალში დაისვენებენ და ტოპ 14-ში საგზურისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან შეუერთდებიან. 

მესამე ადგილი "ბიარიცმა" დაიკავა. პლეი-ოფში გასული დანარჩენი გუნდების პოზიციები შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ის უკვე ნაღდია, რომ ტოპ 14-ის საგზურისთვის ბრძოლას "ოიონა", "გრენობლი" და "კოლომიე" განაგრძობენ.    

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)