შოტლანდიის ნაკრების შემოდგომის ტესტები ცნობილია

შოტლანდიის ნაკრების შემოდგომის ტესტები ცნობილია

შოტლანდიის ნაკრების შემოდგომის ტესტების განრიგი ცნობილია. შოტლანდიის რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა სამივე მოწინააღმდეგის და თარიღის შესახებ გვამცნო. 

"ნარშავები" შემოდგომის პირველ ტესტ-მატჩს 7 ნოემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ, 13-ში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს სამხრეთ აფრიკას უმასპინძლებენ, ხოლო 20-ში იაპონიის ნაკრებს დაუხვდებიან. შოტლანდიელები იაპონიას 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად დაუპირისპირდებიან და რევანშის აღების შანსი ექნებათ. როგორც მოგეხსენებათ, განვლილ მსოფლიო თასზე იაპონიამ შოტლანდიას სძლია და ჯგუფში ჩატოვა. 

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ტესტებზე შოტლანდიის ნაკრები რუმინეთს (10 ივლისს) და საქართველოს (17 ივლისს) ესტუმრება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)