ლუკა გოგინავა კარიერას ტოპ 14-ის საგზურისთვის მებრძოლ კლუბში განაგრძობს

ლუკა გოგინავა კარიერას ტოპ 14-ის საგზურისთვის მებრძოლ კლუბში განაგრძობს

© Icon Sport

ჩვენს მიერ არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბურჯი ლუკა გოგინავა მომდევნო სეზონიდან "გრენობლში" ითამაშებს, რომელიც ამჟამად პრო დ2-ში მეხუთე ადგილზეა, პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა და ტოპ 14-ში დაბრუნების შანსი აქვს.

გოგინავას "ანგულემიდან" წასვლის შესახებ ერთი კვირის წინ გაუწყეთ. შარანტელებმა წელს სუსტად იასპარეზეს, ბოლო ადგილი დაიკავეს და პრო დ2-დან ნასიონალში დაქვეითდნენ. ლუკა მიმდინარე სეზონში კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და მისი დამატება რამდენიმე კლუბს სურდა, საიდანაც საბოლოოდ "გრენობლთან" შეთანხმება მოხდა.  

გოგინავა "ანგულემში" 2019 წელს "ბრივიდან" გადავიდა და 47 მატჩში 3 ლელო დადო. ის წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში პირველად გამოიძახეს, თუმცა თამაში არ მოუწია. ლუკა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ და 2016 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მატჩში 1 ლელოს გატანა მოახერხა. 

შეგახსენებთ, რომ "ანგულემის" ღირსებას იცავენ შალვა სუთიაშვილი და ზაურ თევდორაშვილი, ხოლო "გრენობლში" ლუკას ნიკა ღვალაძე და ილია კაიკაციშვილი დახვდებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)