ბრივი - ლა როშელი 24:12 (მიმოხილვა)

ბრივი - ლა როშელი 24:12 (მიმოხილვა)

ტოპ 14-ის გადადებულ მატჩში "ბრივი" საკუთარ მოედანზე "ლა როშელს" დაუხვდა და 24:12 სძლია, რითაც ელიტაში დასარჩენად უდიდესი ნაბიჯი გადადგა და საფრთხე თითქმის აღარ ემუქრება.

მასპინძლებმა მეტოქეს სამი უპასუხო ლელო დაუდეს და აქტივში ბონუს ქულაც ჩაიწერეს. დუბლი შეასრულა ფიჯელმა მესამეხაზელმა კიტიონე კამიკამიკამ, ხოლო მესამე შემთხვევაში საჯარიმო ლელო ჩაითვალა. ორივე გარდასახვა და ერთი ჯარიმა ტომა ლარანჟერამ ზუსტად შეასრულა, ხოლო სტუმართაგან ჟიულ პლისონმა ოთხი ჯარიმა გაიტანა. 

ბრიველთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მარჯვენა ბურჯი სოსო ბეკოშვილი და მგეზავი თედო აბჟანდაძე, ხოლო ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე მარქაფაში იყო. ბეკოშვილმა მე-18 წუთზე მცირე ტრავმა მიიღო და მოედანი 10 წუთით დატოვა, შემდეგ კი მინდორს დაუბრუნდა და 50-ე წუთამდე ითამაშა, თედო აბჟანდაძე 52-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვასილ ლობჟანიძე თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.

"ბრივმა" 50 ქულა დააგროვა, მე-10 ადგილზე გადაინაცვლა და გასავარდნ, საპლეიაუტო ზონას 10 ქულით მოცილდა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)