სამხრეთ აფრიკას ოლ ბლექსთან გასახურებელი ტესტ-მატჩის ჩატარება სურდა

სამხრეთ აფრიკას ოლ ბლექსთან გასახურებელი ტესტ-მატჩის ჩატარება სურდა

სამხრეთაფრიკული გამოცემა sarugbymag.co.za წერს, რომ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან სამმატჩიან სერიამდე "ოლ ბლექსთან" გასახურებელი ტესტ-მატჩის ჩატარება სურდა.

ორშაბათს ოფიციალურად დადასტურდა, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები "ლომებთან" მატჩებამდე გასახურებელ ტესტ-მატჩებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ეს იქნება პირველი დაპირისპირება ამ ორ გუნდს შორის 2003 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, რომელშიც "სპრინგბოკსმა" 46:19 იმარჯვა. ტესტების ეგიდით კი ისინი პირველად შეერკინებიან ერთმანეთს. მატჩები 3 და 10 ივლისს გაიმართება.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ახლოს იყო ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან შეთანხმებასთან, რომლის მიხედვითაც "სპრინგბოკსი" და "ოლ ბლექსი" ერთმანეთს დუბაიში შეერკინებოდნენ. აღნიშნულ წინადადებაზე ახალზელანდიელები სერიოზულად ფიქრობდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გეგმა ჩავარდა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების გამო, რომელსაც შესაძლოა, ივლისის ტესტების განრიგის გარშემო გართულებები გამოეწვია. 

ახალ ზელანდიას 10 და 17 ივლისს ფიჯისთან საშინაო ტესტები უკვე დადასტურებული აქვს. ახალზელანდიაში მოქმედი Covid 19-ის პროტოკოლის თანახმად, "ოლ ბლექსს" ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევდა, რის გამოც ისინი თავიანთ ვალდებულებას ვეღარ შეასრულებდნენ ფიჯისთან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)