სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფულბექი მაიკ ბრაუნი ბინძური თამაშისთვის ექვსკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
35 წლის ბრაუნმა, რომელსაც 2007-2018 წლებში ინგლისის ნაკრებში 72-ჯერ უთამაშია, კვირას "უოსპსთან" მოგებული (48:46) მატჩის 44-ე წუთზე წაქცეულ მეტოქეს სახეზე ფეხი დააბიჯა და უეინ ბარნისგან წითელი ბარათი დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ბრაუნმა იქამდე მე-19 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
"ჰარლექუინსის" გამოცდილ მორაგბეს, რომელსაც ლონდონური კლუბის მაისურით 336 მატჩში 91 ლელო აქვს გატანილი, 15-წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში წითელი ბარათი არასდროს ჰქონდა მიღებული და ყველაზე მკაცრი სასჯელი პირველად მიიღო. დამოუკიდებელი სადისციპლინო კომიტეტის აზრით, ბრაუნის ქმედება 12-კვირიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებდა, თუმცა მათ მორაგბის საოცრად სუფთა კარიერა გაითვალისწინეს და ამიტომ, სასჯელი გაუნახევრეს.
ამრიგად, ბრაუნისთვის წლევანდელი პრემიერშიპი დასრულდა და სავარაუდოდ, "ჰარლექუინსის" რიგებშიც ბოლო შეხვედრა ჩაატარა, რადგან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.