მსოფლიო რაგბის ორი ახალი სრულფასოვანი წევრი ჰყავს

მსოფლიო რაგბის ორი ახალი სრულფასოვანი წევრი ჰყავს

© Worldrugby

დღეს დისტანციური "მსოფლიო რაგბის" საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელმაც ალჟირი და ბურუნდი ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრებად დაამტკიცა. ორივე მათგანი აქამდე "მსოფლიო რაგბის" ასოცირებული წევრები იყვნენ.

ალჟირი "მსოფლიო რაგბის" ასოცირებული წევრი 2019 წლიდან იყო, ხოლო ბურუნდი - 2004 წლიდან. "მსოფლიო რაგბის" წევრი ქვეყნების რაოდენობა 128 არის, საიდანაც 19 ასოცირებული წევრია, ხოლო დანარჩენები - სრულუფლებიანები.  "მსოფლიო რაგბის" საბჭომ დაადგინა, რომ ორივე ზემოხსენებული ქვეყნის რაგბის კავშირი სრულფასოვანი წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და მათ სრულუფლებიანი წევრების სტატუსი მიანიჭეს.

აფრიკაში რაგბის პოპულარობა სწრაფად იზრდება. ეს განსაკუთრებით ქალთა და ახალგაზრდულ რაგბის ეხება, რომლებზეც სტრატეგიული ყურადღება მახვილდება. მაგალითისთვის, 2012 წლისთვის აფრიკის კონტინენტზე ქალი მორაგბეების რაოდენობა დაახლოებით 50 000 იყო. 2021 წლისთვის კი ეს რიცხვი შვიდჯერაა გაზრდილი და 350 000 შეადგენს. 

"მსოფლიო რაგბიმ" აპრილში ახალი სტრატეგიული გეგმა წარადგინა, რომლის მიზანია 2021-2015 წლებში გაგრძელდეს განვითარება და გაფართოება გლობალური რაგბის, მოხდეს რეგიონალური კავშირების და ქვეყნების რაგბის კავშირების მხარდაჭერა, რათა მოხდეს ამ სტრუქტურების გაზრდა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ რაგბი უფრო გლობალური თამაში გახდეს, ვიდრე ამჟამადაა. 

ბურუნდს ამჟამად 2750 რეგისტრირებული მორაგბე ჰყავს, ხოლო ალჟირში 80-ზე მეტი კაცთა სარაგბო კლუბი და 40-ზე მეტი ქალთა სარაგბო კლუბი ფუნქციონირებს. ორივე ქვეყანა 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას. ბურუნდი 2021-2022 წლების აფრიკის თასზე პირველივე რაუნდიდან ანუ საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას, რომელიც 5-13 ივნისს გაიმართება და მისი მეტოქეები ნიგერია, კამერუნი და ბურკინა ფასო იქნებიან. გამარჯვებული მეორე რაუნდში განაგრძობს ასპარეზობს და D ჯგუფში ტუნისთან და ზიმბაბვესთან მოხვდება. ალჟირი C ჯგუფში უგანდასთნ და განასთან ერთად 10-18 ივლისს ითამაშებს. მეორე ეტაპის ორი საუკეთესო გუნდი გადამწყვეტ მესამე ეტაპზე გადაინაცვლებს, რომელიც 2022 წელს გაიმართება. 2021-2022 წლების აფრიკის თასის გამარჯვებული 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს, ხოლო ფინალისტი რეპეშაჟში გადაინაცვლებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"